დასრულებული

ასოციაცია-ბიომ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

საგრანტო ხელშეკრულება

 2018 წლის 22 ნოემბერს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით საგრანტო ხელშეკრულებები დადო სამ საგნობივ ასოციაციასთან.

ვრცლად

ხელშეკრულების თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი -“საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ და „ასოციაცია ბიოსთვის“, თითოეულისთვის 45,000 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს. გრანტები მოხმარდება საჯარო სკოლების შესაბამისი საგნების მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას.
ყოველივე ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის პოპულარიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, გააუმჯობესებს ამ საგნების სწავლების ხარისხს.
საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, “საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ელoზბარ ელიზბარაშვილმა, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ მკალავიშვილმა და „ასოციაცია ბიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ხათუნა გოგალაძემ.
გრანტის მიმღები ორგანიზაციების შესარჩევად ჩატარდა კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც განათლების სფეროში საქმიანობენ.
საგრანტო კონკურსის მოთხოვნები ეფუძნებოდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს და მიზნად ისახავდა პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაციის მიზანია სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდა საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარების გზით. ეს გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტ მრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კონფერენცია – “ბიოლოგიის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება თანამშრომლებისთვის”

აღწერა

მასწავლებელთა კონფერენცია ორგანიზებულია ასოციაცია-ბიოს მიერ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიოლოგიის მასწავლებლებს.

ვრცლად

კონფერენცია ჩატარდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 18 მაისს.

აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 25 მაისს.

მასწავლებელს შეუძლია დარეგისტრირიდეს, როგორც მონაწილე პოსტერულ ან პლენარულ მოხსენებისთვის ან როგორც მსმენელი.

კონფერენციის თემატიკა:

  • მარტივი ექსპერიმენტებით სწავლება
  • ისტ და ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება
  • კლუბური მუშაობის გამოცდილების გაზიარება
  • კვლევითი პროექტებით სწავლება
  • ინოვაციური მიდგომები
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
  • სამუშაო შეხვედრები თანამშრომლობისთვის

რეგისტრაცია თბილისის კონფერენციაზე გრძელდება 2019 წლის 22 მაისის ჩათვლით.

გაიარეთ რეგისტრაცია

რეგისტრაციის გავლის შემდეგ თუ მომხსენებლად დარეგისტრირდებით თეზისის ფაილი გამოგზავნეთ: associationbio2013@gmail.com

თეზისის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ან ორ ნაბეჭდ გვერდს.
ჩვენ განვიხილავთ თეზისს და 15 მაისს მოგწერთ დასტურს. პლენარულმა მომხსენებლებმა უნდა გამოგვიგზავნონ პრეზენტაცია (power point) კონფერენციამდე ერთი დღით ადრე ბიოს ელექტრონულ ფოსტაზე, პოსტერის შემთხვევაში კი ორი დღით ადრე, რათა დროულად დავბეჭდოთ.
 იხილეთ თეზისა და პოსტერის შაბლონი.

ჩამოტვირთეთ კონფერენციისთვის საჭირო შაბლონები

ველოდებით თქვენგან საინტერესო  და საჭირო თეზისებს ურთიერთგაზიარებისთვის
საორგანიზაციო კომიტეტი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა:  associationbio2013@gmail.com
ტელ: +995 555011000
facebook: საუბრები-ბიოლოგთან