ვინ ვართ ჩვენ

  • ხათუნა გოგალაძე

    ხათუნა გოგალაძე

    ხათუნა გოგალაძე, ქიმიის დოქტორი, ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი, „ასოციაცია-ბიოს“ დამფუძნებელი, გრიფირებული და სხვადასხვა მეთოდური სახელმძღვანელოების ავტორი, საგამოცდო ცენტრის ექსპერტ-ბიოლოგი (გამსწორებელი), ეროვნული თუ საერთაშორისო კონფერენციების დელეგატი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი.

  • მარინა ჯალიაშვილი

    მარინა ჯალიაშვილი

    “ასოციაცია-ბიოს” გამგეობის წევრი, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მენტორი მასწავლებელი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ბიოლოგიის ექსპერტი (ქოუჩი),პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ტრენერ-კონსულტანტი, მასწავლებელთა გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორი (ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება)

  • შორენა ქურდაძე

    შორენა ქურდაძე

    “ასოციაცია-ბიოს” გამგეობის წევრი, ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი და ფასილიტატორი. ბიოლოგიის ტესტების თანაავტორი.

ასოციაცია ბიო

ჩვენ შესახებ

“ასოციაცია – ბიო” დაარსდა 2013 წელს. მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხათუნა გოგალაძეა. გამგეობის წევრები:შორენა ქურდაძე, მარინა ჯალიაშვილი.

გახდე ასოციაციის წევრი ნიშნავს შემოუერთდე პროფესიონალთა გუნდს, მიიღო საჭირო მასალა და დროული ინფორმაცია. საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან გაიცნო კოლეგა და ითანამშრომლო მასთან. ორგანიზაციის მიერ ელ.ფოსტაზე მიღებული ყველა რესურსი გამოიყენო პროფესიული ზრდისთვის.

ვრცლად

საქმიანობა

ორგანიზაციამ დაარსებიდან პირველივე წელს, ბიოლოგებს შესთავაზა მასტერკლასი – “როგორ შევქმნათ საბუნებისმეტყველო კლუბი”, როგორც არაფორმალური განათლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ასოციაცია-ბიოს დამფუძნებელმა წევრებს შესთავაზა კლუბური სწავლების მეთოდიკა და მისი გზამკვლევი, ევროპული გამოცდილება გაუზიარა საქართველოს რამდენიმე რეგიონის მასწავლებლებს.

მიღწევები

ბიოს ფარგლებში ასოციაციის წევრ მასწავლებლები არაერთხელ დაესწრნენ საინტერესო მასტერკლასებს ექსპერიმენტორიუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვასა” თუ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” მიერ მომზადებულ სამუშაო შეხვედრებს.

ორგანიზაციამ ორჯერ მოიპოვა მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გრანტი ბიოლოგებისთვის, რომლის ფარგლებში ყველა სამუშაო შეხვედრა დაფინანსდა და მასწავლებლებს მიეცათ საშუალება მიეღოთ სერტიფიკატი სქემის ფარგლებში – (“1 კრედიტი”). ორგანიზაციამ მოაწყო კონფერენცია